თეგი: ვადამდელი არჩევნები

ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა

ბულგარეთში, ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა. ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ის გახდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების ფორმირება ვერ შეძლეს.  ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, დღეს ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.  პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.  ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.   2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.   

კახა კალაძე: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია

"ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. „ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.  

იტალიაში ვადამდელი არჩევნები ტარდება

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიას სავარაუდოდ, მემარჯვენე კოალიცია უხელმძღვანელებს. პარტია „იტალიის ძმები“, რომელსაც ულტრამემარჯვენე, ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, მედიის ვარაუდით, ხმათა უმრავლესობას მოპოვებს. ასეთ შემთხვევაში, მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანას ულტრამემარჯვენე ლიდერი უხელმძღვანელებს. კენჭისყრა ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 23:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება თითქმის 51 მილიონ მოქალაქეს აქვს. იტალიელები 200 სენატორსა და 400 დეპუტატს ირჩევენ.  

ბულგარეთში ვადამდელ არჩევნებში, ყოფილი პრემიერის პარტია იმარჯვებს

2 ოქტომბერს ბულგარეთში გამართულ ვადამდელ არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „სამოქალაქო მოძრაობა ბულგარეთის განვითარებისთვის" (GERB) იმარჯვებს, იუწყება რადიო თავისუფლების ეროვნული სამსახური სამი სოციოლოგიური სააგენტოს დათვლაზე დაყრდნობით. მათი შეფასებით, GERB ხმების 23-25 ​​პროცენტს იღებს. მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი მეთაურის, კირილ პეტკოვის პროევროპული „განაგრძეთ ცვლილებები“ დაახლოებით 19% პროცენტის ზღვარზე. შემდეგ მოდის ეროვნული უმცირესობების პარტია „მოძრაობა უფლებათა და თავისუფლებებისთვის“ ხმების 14,8%-ით, „რენესანსი“ ხმების 9,9%-ით, „დემოკრატიული ბულგარეთი“ 7,5%-ით, „ბულგარული მზის ამოსვლა“ ხმების 4,5 პროცენტს აგროვებს, პოპულისტური „არის ასეთი ხალხი“ 4 პროცენტიან გამსვლელ ნიშნულზეა. წინა პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა უკვე აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ მისი პარტია არ შეეცდება მმართველ კოალიციაში შესვლას და ოპოზიციის ადგილს დაიკავებს, იუწყება RS Bulgarian Service. თუმცა, GERB-ს არ ექნება საკმარისი ხმები მინისტრთა კაბინეტის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად - მას მოუწევს კოალიციური პარტნიორების ძებნა. ამას ართულებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ბორისოვი და მისი თანამოაზრეები კორუფციაში დაადანაშაულა. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 18 თვის განმავლობაში მეოთხედ გაიმართა. პეტკოვის მთავრობა ივნისში, მზარდი ინფლაციის ფონზე და კოალიციიდან „ასეთი ხალხის“ გასვლის გამო გადადგა. პეტკოვის თქმით, მთავრობას ეწინააღმდეგებიან რუსული სადაზვერვო სამსახურები და მაღალი კორუფცია. ივნისში სოფიამ 70 რუსი დიპლომატი და რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელი გააზევა. მანამდე კი, მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას მხარი დაუჭირა.   

დანიის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველ ნოემბერს დანიშნა. „ჩვენ გვსურს გვქონდეს ფართო მთავრობა პარტიებით, ცენტრალური პოლიტიკური ხაზის ორივე მხარეს“, - თქვა ფრედერიკსენმა თავის გამოსვლაში. ბოლო გამოკითხვებით, ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასა და მემარცხენე პარტიებს, რომლებიც მემარჯვენე ბლოკს ემხრობიან წარმატების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. დანია გლობალური პოლიტიკური კრიზისის ცენტრშია მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გასულ კვირას „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორი მილსადენი დაზიანდა, რომლითაც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ევროპაში გაზი ტრანზიტი ხორციელდებოდა. მომხდარს, მსოფლიო ლიდერები დივერსიულ აქტს უწოდებდნენ.    

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივლისს გაიმართება, განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტის სპიკერმა შერზოდ ასადოვმა. „უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 9 ივლისს არის დაგეგმილი“, - ამბობს სპიკერი. ეს განცხადება მოჰყვა ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებმაც საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. თავის მხრივ, 65 წლის მირზიოევმა, რომელსაც 2 წელზე ნაკლებია, რაც ამჟამინდელი, მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში პრეზიდენტის პოსტი უკავია, განაცხადა, რომ რეფორმების გასატარებლად ახალი მანდატი სჭირდება. „დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მკვეთრი და რთული პროცესები მიმდინარეობს, განვითარების სწორი და ეფექტიანი გზის პოვნა და მისი განხორციელება ყველაზე მწვავე და აქტუალური საკითხი ხდება“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.